ჩვენს შესახებ

კომპანია PANCAVIAR დაარსდა 2008 წელს

ჩვენ ვართ ზუთხისებრთა ყველაზე მრავალრიცხოვანი სადედე ჯოგის მფლობელები.

ჩვენი მიმართულებები

თევზის ძვირფასი სახეობების მოშენება და მოყვნა „მარცვალიდან მარცვლამდე“

განაყოფიერებული ქვირითის წარმოება

ზუთხის შავი ხიზილალის წარმოება

სარესტორნო და სასტუმროს ბიზნესი

ჩვენი მისია – მივცეთ თითოეულ ჩვენგანს შესაძლებლობა გახდეს ჯანმრთელი და დღეგრძელი ადამიანი.

 რა განსხვავება არის ჩვენსა და მსგავსი გიგანტ აკვაფერმებს შორის? – თევზის მოშენებისას ჩვენ არ ვიყენებთ ზრდის სტიმულატორებს. მომზადების და გადამუშავების დროს გამოიყენება მარილის მხოლოდ დასაშვები რაოდენობა ემულგატორების და სტაბილიზატორების გარეშე.

ჩვენ მოგვყავს:

ციმბირული ზუთხი

კობრი

კალმახი

კომპანიების ჯგუფი წარმოდგენილია

კომპლექსი „ადმირალი“

განლაგებულია საქართველოში, თბილისიდან 35 კმ-ში ქვემო ქართლის რეგიონში. ახლოს მდებარეობს ეროვნული ნაკრძალი. წყლის აღება ხდება ალგეთის ტბის ნადნობი წყლებიდან, რეგიონი ამორჩეულია ეკოლოგიური სისუფთავის თვალსაზრისით. ამ კომპლექსში ჩვენ გამოგვყავს ორაგულისებრთა თევზის სახეობები: ორაგული, კალმახი. ვაწარმოებთ ზუთხის და ორაგულის ხიზილალის  ძვირფას სახეობებს. შენობა-ნაგებობების სრული ფართობი – 10000 კვ.მ -ზე მეტია.

რიონის ზუთხის ქარხანა

განლაგებულია ქუთაისიდან 14 კმ-ში მდინარე რიონის კუნძულზე. ქარხნის საკუთრებაშია 60 ჰექტარი მიწის ფართობი. ასევე, შენობა-ნაგებობები, რომელთა ფართი 10 000 კვადრატულ მეტრზე მეტია. წყალმომარაგება ხორციელდება მდინარე რიონიდან. ამ ტერიტორიაზე ასევე არის არტეზიული ჭაბურღილების ქსელი, რომელთა წყლის დებეტი შეადგენს დაახლოებით 100 ლ / წმ. ჩვენი ქარხანა უნიკალურია იმით, რომ ჩვენს გარშემო მდინარე რიონის წყალია. ეს ქარხანა თავდაპირველად აშენდა ზუთხის თევზის სახეობების გასამრავლებლად, რომლებიც დღემდე გვხვდება შავ ზღვაში. თევზის ისეთი სახეობები, როგორიცაა: შავი ზღვის სვია (ბელუგა), რუსული ზუთხი კოლხური ქვესახეობა, სპარსული ზუთხი, ტარაღანა (სევრიუგა) და მთელს მსოფლიოში გამქრალი ატლანტური ზუთხი, რომელიც ასევე გვხვდება შავი ზღვის ქართული ნაწილის აკვატორიაში.

ხაშმი

თევზის მოშენების უზარმაზარი კომპლექსი. სანიტარული ზონა, სადაც შესვლა შეუძლია  მხოლოდ პერსონალს. ეს დახურული ტერიტორიაა, დაახლოებით 200 ჰექტარი სუფთა წყლის ფართობით. სითბოს მოყვარული ზუთხისებრთა და სხვა ძვირფასი სახეობების თევზების გამრავლება და მოშენება. მაღალპროდუქტიული სადედე ჯოგი იზრდება ბუნებრივ პირობებში. სადედე ჯოგი ერთ – ერთი უდიდესია მსოფლიოში.

უყურეთ ვიდეოს, რომელიც სიტყვებზე უკეთ მოგიყვებათ ჩვენზე.

თანამშრომლობა






    დამზადებულია იგელს ქორფორეიშენი მიერ